Popular Posts

Tuesday, February 1, 2011

* * *

იდუმალებამ გრძნობები გულში სწრაფად არია,
გრძნობა?! ნეტავ რა არის გრძნობა?!
გრძნობები ჩემი გულის სახლია.

გულის? რომელი გულის? ჯერ ეფერებით მერე დაგესლავთ
და გადააგდებთ ალბათ არც შეგრცხვათ!
გული.ეს ჩვენი ხალხის სახეა.
ხალხის? რომელი ხალხის?! ხალხს არც გული აქვს, აღარც გრძნობები,
არც სიყვარული, ან რას მოველით.
ხალხია ჩვენი გრძნობები, სიტყვა.
ხალხია ჩვენი სამშობლო, მიწა.
სამშობლო? რომელი სამშობლო?! ჩვენ სამშობლოს ხალხს თუ ვეძახით,
მაგრამ ზურგს უკან უჩუმრად გავცვლით.
ეს სამშობლოა?! ეს ქვეყანაა?!
მისი სისუსტე ჩვენი ყოფაა.
მისი ფიქრები ჩვენთვის როსღაა!
არა, სამშობლო ეს ჩვენს გულშია,
ის არის ჩვენი კარგი თუ ცუდი,
ის არის ჩვენი ლექსების აზრი,
ის არისჩვენთვის სიცოცხლის არსი.



                                       ნიკა ძაგანია

No comments:

Post a Comment