Popular Posts

Friday, February 4, 2011

გამიღეთ კარი!

მე ვაკაკუნებ - გამიღეთ კარი !
ნუ მტოვებთ მარტო დედამიწასთან
თუმც მარტო არ ვარ, ჩემსავით ჯარი
დაცემულია როგორც რიწასთან.

მე გეუბნებით - გამიღეთ კარი !
რომ დავამარცხოთ ბრმათა სიყრუე
რომ აღარ იყოს წვიმა და ქარი
ძმაკაცთა შორის მწარე სიცრუე.

მე გევედრებით - კარი გამიღეთ !
იქნებ აქ არის ევოლუცია,
ერთი კაცისთვის რამე გაიღეთ
თორემ უარს მოჰყავს რევოლუცია.

მე თქვენ გაფრთხილებთ - გააღეთ კარი !
უკვე სტროფებსაც ვეღარ ვაჩერებ,
მე მარტო არ ვარ, ჩემს უკან ჯარი
სახლში დაეძებს ტყვიის ნარჩენებს.

მე ვაკაკუნებ - გააღეთ კარი !
და ნუ ეცდებით ხალხის დაჩაგვრას
ჩემი ლექსია ამ ხალხის ფარი
გთხოვთ შეეგუოთ სკამის დაკარგვას !



                                                    ზუკა ჩაჩანიძე

No comments:

Post a Comment