Popular Posts

Friday, February 4, 2011

ჩოხელის ფოტო


კაცი, ბატკანს რომ გულზე იხუტებს,
უბრალო კაცი, მოცინართვალება
იმ ბატკნით მალავს გულის სისუსტეს
და სიყვარულით გარდაცვალებას.

ეს ყველაფერი მოთხრობაა და მერე კინო,
მერე – ბზარი ხმაში და თეთრი თითები ჭაღარა თმაში,
რომლებიც სიზმრის ხალიჩას ქსოვენ.
კალამს ბევრი რომ გააბედინო,
ცოტა ხნით ბუხრის თავზე დატოვე,
მერე მთის მდინარის ნაპირზე დადე,
მერე თივის ზვინში დაკარგე და იპოვე,
მერე – თავლაში, მშობიარე ცხენთან,
მერე – პირველკლასელი გოგოგას მერხთან,
მერე – კერიასთან, მერე – ქვევრთან,
მერე – მეფანდურე დედაბერთან

და როცა გულთან მიიტან და გული გეტკინება,
რაღაცა ჩაგწყდება და ყელს მიებჯინება,
აჰა, აიტაცე ეს კრავი, თბილი, უხრწნელი...
და ობიექტივს ააფარე თეთრი ფურცელი...



                                             ინგილო ქალი

No comments:

Post a Comment