Popular Posts

Tuesday, February 1, 2011

სექტემბერი ტამიშთან

ტყვიების წვიმაში შენი თვალები ისე დიდრონია.
სულ დაპატარავდა, მიწას შეერია ბედის ირონია.
წვიმა რომ შეწყდება და ცა გამოჩნდება მდინარე ტამიშთან,
მაშინაც მოფრინდი ქათქათა ოცნებავ, ხელი არ გამიშვა.


ხელი არ გამიშვა, მაგრად ჩაეჭიდე დაფლეთილ საგულეს.
იქ გულს ვამღერებდი, მერე ნაწილ – ნაწილ სუყველას გარგუნეთ
ვისაც ასე ნაღდად და ალალად გიყვარდით,
ვინც ჩემს ჭრილობებს ჩემთან ერთად უსიტყვოდ იტანდით.

არ გამთქვად არსად, რომ ბავშვი ვარ,
სროლაც არ ვიცი.
მხოლოდ ღმერთსა და ჩემს სამშობლოს მივეცი ფიცი,
რომელიც მწამს და აღარც ბოლო მაკვირვებს დიდად.
მხოლოდ შენს თვალებს რატომ ვხედავ,
მომკალი მშვიდად.

ამ ბრწყინვალებას მაგ თვალებით რად ეღობები,
რად დააქუხა ოცეულმა სამჯერ თოფები.
რატომ ხარ თბილი და საოცრად ლამაზი ამ წამს.
ღვთის არსებობას რომ აგრძნობინებ, მათ ვისაც არ სწამს.

სექტემბერია. ნაადრევ ფოთოლცვენას გაუყვითლებია
ტამიშის ტალღები.
ეს ჩვენი ბოლო წერილებია...
არა ჩანს წამღები.



                                                         ინგილო ქალი

No comments:

Post a Comment