Popular Posts

Wednesday, February 2, 2011

* * *

იქნებ, ჩემი ბრალია ქვეყანა რომ კვდება?
იქნებ, ჩემი ბრალია ქალაქი რომ იწვის?
იქნებ, ჩემი ოცნება უკვალოდ რომ ქრება
ესეც ჩემი ბრალია, ჩატეხილი ხიდიც.


ბავშვის ჩუმი ქვითინი,
დაქცეული სისხლი,
მხოლოდ ჩემი ბრალია
ვიცი, ვიცი, ვიცი.

დაფლეთილი სხეული,
დატანჯული სული.
სანაგვესთან სნეული
ლუდის ბოთლებს უცდის

დარღვეული ოჯახი,
პირმოთნეთა ფიცი,
დედის წინ მორბენალი
ჩალისფერი კვიცი.
ხუთჯვრიანი ალამი
ჯვრისმგმობელი ხალხის,
მოძმის ცივი სალამი,
ძმაკაცობა წამლის.

დაკარგული საფლავი,
შავოსანი დედა,
საუკუნო ვარამი,
უნუგეშო სევდა
.
იქნებ, ჩემი ბრალია ქვეყანა რომ კვდება?....



კლუბი ფარვანა

თენგო ომანიძე

No comments:

Post a Comment