Popular Posts

Tuesday, February 1, 2011

თბილისი – ცივისი

აქ ხომ მოყვასი მტერია,
ინტელიგენცია მტვერია.

აქ ხომ მთავარი კუჭია
აქ პროტესტიც კი ფუჭია.


აქ ხომ კედლებიც გისმენენ
აქ ღამით ვეღარ ისვენებ.

აქ "მშვიდობის" მხოლოდ ხიდია
აქ "ლაწირაკიც" დიდია.

აქ ხომ გიდებენ "ანაშას"
რომ გახეხინონ "პარაშა"

აქ დაგვყურებენ ტურები
ბავშვებს ზრდის მანდატურები.

აქ ხომ მთავარმა პარტიამ
შეფუთა დემოკრატია.

აქ ბესოც გოგო გამხდარა
კუს ტბაზე ნაძვიც გამხმარა.

აქ ხომ უცხოს აქვს მესია
აქ ანგრიეს ეკლესია.

როგორ გაცივდა თბილისი
იქნებ დაგვერქვა ცივისი...


                            ზუკა ჩაჩანიძე

No comments:

Post a Comment