Popular Posts

Thursday, February 3, 2011

ლექსად – მერე გიტარით...

ამაფეთქა, რადგან დრომ
გამიჩერა წამზომი,
აღარ მინდა ხალხმა რომ
დამიწესოს საზომი.

ერს ხომ გუშინ აზრების
ჩემი ვალი ემართა,
რადგან "რიჟა ბაზრებით"
ხედავთ რა დამემართა ?!

ვზივარ სახლში ამაყი
ღამით ვუკრავ გიტარას,
შემდეგ ჭიქა არაყი
და ნაფაზი – სიგარა.

გარეთ გასვლა არ მინდა,
რადგან ხალხი დაბნელდა
წელიც ასე გაფრინდა
სიყვარულიც განელდა.

მაგრამ მე არ ვიღლები,
ხალხთან აზრის მიტანით
ხმას ყოველთვის ვიღებდი
ლექსად – მერე გიტარით.


                         ზუკა ჩაჩანიძე

No comments:

Post a Comment