Popular Posts

Wednesday, February 2, 2011

"კლუბ ფარვანას"

ხარს დაუჩოქებ
მზის, მთვარის, ომის
და ბოლოს - კაცის კერპს.
ფეხსაცმელებიც აულოკე,

იქნებ კიდევ უფრო გადიდდეს,
აღარ დაჭირდეს სიყვარულით დაბრმავებ თვალს იარაღი.


ცხვარი რომ გახდი,
სულ სხვა მხარეს მაშინ გაგიგდეს
და გაძოვინეს
პოლიეთილენის
მწვანე
იალაღი...


... ლექსი სხვამ წეროს -
მიართმევენ კასკასა წეროს
და ბომონივით იბრჭყვიალებს ოქრო კედლებზე.


მე და ფარვანა გავფრინდებით, სად ძერა ძერობს
და გავშლით ფრთებს,
თუნდაც ბორკილები გვედოს ხელებზე!



                                                               ინგილო ქალი

No comments:

Post a Comment