Popular Posts

Tuesday, February 1, 2011

სნობელისკი

მე არ მინდა რუსინდისო,
არც ევჟოპა მიტაცებს.
ამერ-იმერ ამერიკო
საქართველოს იტაცებს.


ნიკმა კეიტს სკოლის უკან
სიყვარული აუხსნა,
მაიმუნი ხარო - უთხრა
და სმაილი გაუხსნა.

მიკვირს კეტის სიტყვა ჩუმი:
Okey-ო იძახდა.
არ ვიცოდი ”my moon"-ი
”ჩემს მთვარეს” რომ ნიშნავდა.

პაწაწინა ჰენრიეტას
უყვარს მიკი-მაუსი.
ამ ახალ წელს რას მოგვიტანს
ძია სანტა-კლაუსი?

ჯორჯი ხატავს ტრანსპორტერებს,
ჰელენი კი ტოპიკს წერს:
კოკა-კოლით ნადღეგრძელებ
ენის დაბადების დღეს.

გავ-fail-დი final-ქუიზზე
გუშინ ქართულ ენაში.
დამიპოსტეთ facebook-ზე,
ან დამგოსტეთ ფერმაში.

სტუდიიდან მესალმება
ტოლერანტი face-ი.
ბიზნეს-ლანჩზე ეჩქარება,
იგვიანებს ნეისი.


ჩემი ლექსის მისტერია
არ გეგონოთ ქადილი,
ან საბჭოთა ისტერია -
მოწითალო წადილი.


ქართველებზე მიწერია
არ მეძინა ღამით.
ამერიკის ისტორია
დაგვეგუგლა წამით...


                    თენგო ომანიძე

No comments:

Post a Comment